კახა მიქაია: ლიდერის პოზიციაზე მყოფი საქართველო, ახლა უკვე შესაძლოა, მართლაც გაქრეს რადარებიდან

“ვულოცავ იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელებს!!!
მაპის მინიჭების გარეშე, ნატოში გაწევრიანების გზაზე, ბოლო, მხოლოდ ერთი საფეხურის დაძლევის შემდეგ, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება!!!

სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნატოში გაწევრიანების პროცესში ფაქტობრივად ლიდერის პოზიციაზე მყოფი საქართველო, ახლა უკვე შესაძლოა, მართლაც გაქრეს რადარებიდან…

ბუქარესტის სამიტიდან ვილნიუსის სამიტამდე განვლილი დრო, რომელიც, ქვეყნისთვის ნატოსაკენ სწრაფვითა და რეფორმების გატარების სულისკვეთებით უნდა ყოფილიყო დატვირთული და გაჯერებული, საბოლოოდ, ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისა და ამ პრობლემების ,,გმირულად” დაძლევის მცდელობებში გაილია,-წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგ მოქალაქეობაზე” კანონს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატია“ფაქტობრივად წარღვნაა, ზღვაზე შტორმია” – ძლიერი წვიმა და ქარიშხალი ანაკლიაში