კახა მიქაია: ,,ლევანიკო გუბერნატორი ნარკომანების სამსახურშია,,

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

“ის, რაც ზუგდიდში მოხდა, არ მიკვირს, რადგან პირველმა მე დავიწყე ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი. მაშინ ცენტრალურ ხელისუფლებას მოვთხოვე გამგეობაში ნარკოტესტის ჩატარება, რათა გამოევლინათ მაღალ ეშელონებში მყოფი ნარკომანები. სწორედ ამის გამო მოხდა ჩემთან დაპირისპირება და შემდეგ ჩემი გარიცხვა საკრებულოდან. როგორც ვხედავთ, ჭირმა მაინც იჩინა თავი. დღეს უკვე მთელი საქართველოსთვის არის ცნობილი, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არიან ნარკომანები და არა მხოლოდ ნარკომანები, წამლის „ბარიგებიც“-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ზუგდიდის  საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაკავების ფაქტის კომენტირებისას.

გრიგოლ მიქავა, იგივე გრიხა, არის ცნობილი ნარკომანი. ის იყო როლანდ ახალაიას შტაბის უფროსი, შემდეგ მერაბ ქვარაიას შტაბის უფროსი. დღეს, ქალაქის საკრებულოს თავჯდომარის აპარატის უფროსია.აღსანიშნავია, რომ მიქავას გარდა, ხელისუფლებაში მოკალათებულ ნარკომანებს, ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას და მის ნარკომან საძმაკაცოს, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მაღალჩინოსან ნარკომანებს, ყველას, მფარველობს გუბერნატორი შონია.
იგი ნარკომანების მთავრი ლობისტია. აქვე მინდა გავისხსენო ორი წლის წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შონიას მიერ ხმამაღლა ნათქვამი ფრაზა: ,,რა ვქნა, ვინ დავნიშნო თანამდებობაზე, ზუგდიდში ყოველი მეორე ნარკომანია.” როგორც ვხედავთ, ეს ფრაზა დღესაც აქტუალურია-ამბობს “თაიმერთან” მიქაია და რიტორიკულ კითხვას სვამს-შონიამ ნარკომანების გარდა ვერ მონახა ზუგდიდში თანამდებობაზე დასანიშნი ადამიანები?

ამით, კახა მიქაიას განცხადებით, მან სახელი გაუტეხა ზუგდიდს და ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც. შონიას გუბერნატორობის პერიოდში სამეგრელოში „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ დაკარგა ავტორიტეტი. გუშინდელი დღე სწორედ რომ ამის დასტურია. ახლა მთელი ოპოზიცია, ხელისუფლება და ჟურნალისტური სპექტრი ელოდება თუ როდის მოშარდავს გრიხა! ამ ხელისუფლების შემხედვარეს ორი აგური უნდა გვეჭიროს ხელში. როგორც ვატყობ, დღევანდელი ფაქტით, თავი იჩინა შიდა დაპირისპირებამაც გუბერნატორსა და ძალოვან უწყებას შორის, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გამოევლინა მაღალ ეშელონებში ნარკოტიკების მომხმარებელი. მე არა მგონია, რომ ეს სპონტანურად მოხდა. არ დავმალავ, ჩემთან და არა მხოლოდ ჩემთან, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებს დაუჩივლიათ – ,,ჩვენ ხელისუფლება არ გვაძლევს მათი(ნარკომანების) გამოვლენისა და დაკავების საშუალებასო.” მე ამას პირდაპირ ვაცხადებ! მახსენდება „ნაციონალების დრო“, როდესაც სულ ორი – სამი კაცი ვამბობდით იმას, რაც ხდებოდა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. „ქართული ოცნება“ დაემსგასა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ რა გასაკვირია, სახელმწიფო დაწესებულებებში 90% „ნაციონალი“ მუშაობს.

სხვათაშორის, გრიხა მიქავამ მე პირადად დამიზიანა მანქანა. დღემდე ეს საქმე შეჩერებულია და თაროზე მტვერი ედება.
მოკლედ, გუბერნატორს არ დაუჯერეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა. ისიც ცნობილია, თუ როგორ მიუვარდა მერაბ ქვარაის ძმა, ყოფილი პოლიციელი და ნარკომანი, სამხარეო პოლიციის შეფს გიგა ზესაშვილს და როგორ მოსთხოვა პასუხი გრიხა მიქავას დაკავების გამო. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ შიდა დაპირისპირება სახეზეა.

კახა მიქაია, დარწმუნებულია იმაში, რომ არა “თაიმერის” მიერ დაკავებების გასაჯაროვება, საქმეს ზუგდიდელი მაღალჩინოსნები არ გაახმაურებდნენ.
“მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ არ ემუშავა ოპერატიულად სააგენტო „თაიმერს“ და „არ გამოეგდო“ ონლაინ მედიაში ეს ინფორმაცია, ადგილი ექნებოდა ამ საქმის მიჩუმათებას.  ვინ არის მერაბ ქვარიას ძმა, რომელიც აძლევს თავს უფლებას მიუვარდეს ზესაშვილს და პასუხი მოსთხოვს მას – წინასწარ რატომ არ გამაფრთხილე ძმაკაცის დაკავების თაობაზეო.

როგორც ” დაიცავი საქართველოს’ ლიდერი “თაიმერთან” საუბარში აცხადებს გუბერნატორის მფარველობის ქვეშ მყოფი ნარკომანების ჩამონათვალი , როგორც ჩემთვის ცნობილია, არსებობს სუსშიც და „ქართული ოცნების“ ოფისშიც, სადაც კონკრეტულად იციან თუ რომელი სამსახურის უფროსი ან თანამშრომელი არის ნარკომანი და როგორაა ნარკომანია გავრცელებული სამეგრელოს ხელისუფლებაში.
გამოდის, რომ თუ გინდა თანამდებობაზე დაგნიშნონ და წარმატებული კარიერა გქონდეს, აუცილებლად ნარკომანი უნდა იყო, ასე რომ, მინდა მოუწოდო ნარკომანებს, ნარკომანებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით და ჩამობრძანდით სამეგრელოში, ლევანიკო გუბერნატორი თქვენს სამსახურშია!-აცხადებს  კახა მიქაია.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიპუტინი და ტრამპი სირიის საკითხზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატია“ანულირებულია!” – რუსი ბაიკერებისთვის საქართველოს საზღვარი მაისის ბოლომდე დაიკეტა