კახა მიქაია: კრემლისთვის თვალის პაჭუნში ის თვალები არ დაგეფსოთ, ბიჭებო

გიხაროდენ!!!

 ,,ZORიკO თბილისის მერად” უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის ,,უნფროსმა” ,,გრიშა ბიძია გაიღვიძე დეპოში ვართ” ვაშაძემ
დიანა ტრაპაიძის ,,დღის ამბებში” ალეკო ელისაშვილის გასაშავებლად, ყელის მოსაჭრელად თუ ცხვირის წასათლელად ხელისუფლების მიერ აშკარად უნიჭოდ დამონტაჟებული ვიდეორგოლის სოცქსელში გავრცელების თაობაზე საუბრისას განაცხადა:
,,ეს რომ ვინმეს ჩვენს დაუკითხავად გაეკეთებინა და ელისაშვილისთვის ხელმოწერები შეეგროვებინა, ჩვენ ჩვენი ღირსების შელახვად აღვიქვამდით!
დღეს ნაცმოძრაობა სულ სხვა პარტიააო!”

თვალსა და ხელს შუა პოლიტიკურად ,,გაზრდილმა” ,,კალაძე – სიცოცხლით სავსე ქალაქის” ,,უ კ ვ ე მერის” შტაბის ხელმძღვანელმა აჩიკო თალაკვაძემ დიანას შეკითხვაზე: ,,ბატონო არჩილ, თქვენ ისე ლაპარაკობთ, თითქოს დღეს პირველად აპირებდეს თქვენი გუნდი თბილისის ხელისუფლებაში მოსვლას, არადა, ,,ქართული ოცნება” დღესაც ქალაქის ხელისუფლებაშიაო,” თითქმის წაყრუება ამჯობინა და ,,დინჯად” გააგრძელა საუბარი.

რას ფიქრობთ, ჩემო ფეისბუქფრენდებო?!
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მოახლეობის მოტყუებაში თავად კრემლის მიერ ,,მხილებულ” საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მისთვის სასურველ ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ნაცმოძრაობასთან ერთად
გ ა დ ა ა ზ ღ ვ ე ვ ს
და ახალ პოლიტიკურ რეალობას შექმნის ქვეყანაში თუ?!…

P.S. კრემლისთვის თვალის პაჭუნში ის თვალები არ დაგეფსოთ, ბიჭებო

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიდენის დავითაშვილი VS ლევან ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიაქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა