კახა მიქაია: ყველამ ერთად უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომ დამთავრდეს რუსული მმართველობა საქართველოში

მინდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსის – შარლ დე გოლის სიტყვები გავიხსენო: ,,არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების დაშვება, რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ”. ამის კლასიკური მაგალითია ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრიბა დაბალი განვითარების ადამიანები და სამწუხაროდ, დაბალ დონეზე დაიყვანა ჩვენი სახელმწიფო. „ქართულმა ოცნებამ“ დაამცრო ქართული სახელმწიფო, მან დაშალა და გაანადგურა ქვეყანა, ოკუპანტის მონად, მისი ბრძანებების(ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდება) შემსრულებლად აქცია დღევანდელი ხელისუფლება.
მე ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილს სხვა მიზეზებთან ერთად, მთავარი მიზეზის გამო – მან თავის დროზე შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, მორალური ზიანი მიაყენა მას. ბიძინა ივანიშვილმა უფრო მძიმე ფორმებით გაიმეორა მიხეილ სააკაშვილის ქმედებები. მან ქართველ ამომრჩეველს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება, ქართულ საზოგადოებას კი თავისუფლების განცდა!
ახლა, ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა, მან ნაბიჯი უნდა გადადგას წინ დასავლეთისკენ, ევროპისკენ და კატეგორიული უარი უნდა თქვას, თუნდაც ნახევარი ნაბიჯის უკან გადადგმაზე ჩრდილოეთისკენ ანუ რუსეთისკენ! ქართული საზოგადოება უნდა დადგეს მტკიცედ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილთან დათმობაზე. ქართული ოპოზიცია არ უნდა გაიყიდოს.
დღეს ჩვენს სახელმწიფოს უჭირს. ყველამ ერთად უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომ დამთავრდეს რუსული მმართველობა საქართველოში, რომ დასრულდეს ქვეყნის დამცრობა და დანგრევა, მორალური შეურაცხყოფა ქართველი ერისა და საზოგადოებისა. მე არ მინდა ისეთი სახელმწიფო ცხოვრება, სადაც ერთპარტიულმა პარლამენტმა 90 კაცით შეასრულოს ვინმეს ხუშტურები და ბრძანებები-აცხადებს  “თაიმერთან” ინტერვიუში კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებს პოლარიზაციასთან და არაკონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად დასხდომა და საუბარი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: უთავმოყვარეო ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მეტი არაფერი