კახა მიქაია: ხელისუფლებას ერთ ადგილზე რომ უკბინოს ფაროსანამ მერე სად მიდის?

მას შემდეგ, რაც “თაიმერზე” ფაროსანასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა, სააგენტომ არა ერთი საპროტესტო ზარი მიიღო სამეგრელოს მოსახლეობიდან, რომელსაც დღის განმავლობაში პერმანენტულად შემოგთავაზებთ. “… ესაა (ფაროსანა- რედ.) სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და მარტივად, რომ ვთქვათ ისაა მწერი – ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულიც არის“ – თქვა დავითაშვილმა პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ზუგდიდიდან “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია კომენტარს აკეთებს მინისტრის გამოსვლაზე: ” ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რაც მე არაერთხელ მითქვამს: დღევანდელი ხელისუფლება და კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამონისტრო უძლურია ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. მან არ იცის როგორ ებრძოლოს ფაროსანას, ჯერაც ვერ აცნობიერებს იმ საშიშროების მასშტაბებს, რაც შეიძლენბა ამ პროცეს მოჰყვეს, თუკი ფაროსანას წინაღმდეგ ხელისუფლებამ არ დაიწყო სერიოზული ბრძოლა. ხელისუფლებამ ამ განცხადებით გადაწყვიტა სირექლემასავით თავი ჩარგოს ანაკლიის სანაპიროს ქვიშაში და დაელოდოს როდის დატოვებს  ნებაყოფლობით  ჩვენ ტერიტორიას ფაროსანა, რუსეთის საოკუპაციო ჯარისგან განსხვავებით. სერიოზულად არ შეიძლება სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადების აღქმა. სირაქლემასავით ქვიშაში თავჩარგულ ხელისუფლებას ერთ ადგილზე რომ უკბინოს ფაროსანამ სად მიდიან ესენი?” – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში კახა მიქაია.

 

https://youtu.be/5sc9NEHiNP4

banner
წინა სტატიაშისუს-ის მოთხოვნით, ტატუნაშვილის საკითხზე ერგნეთში სპეციალური შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიათბილიში „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ ინიციატივით აქცია გაიმართა