კახა მიქაია: ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ძალთა შორის არსებული დაძაბულობისა და პოლარიზაციის მოხსნის თაობაზე

“არც ,,ქართული ოცნებით” და არც ,,ნაციონალური მოძრაობით” დაწყებულა და დასრულდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია.

23 თებერვალს, თბილისში განვითარებული მოვლენები, საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მის ევროპულ მომავალს.

დასავლეთის რეაქცია, განვითარებულ მოვლენებზე, სწორედ ამის დასტურია.

გავუფრთხილდეთ თაობათა თავგანწირული ბრძოლის მონაპოვარს!

პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ძალთა შორის არსებული დაძაბულობისა და პოლარიზაციის მოხსნის თაობაზე.

ხოლო, რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, მან ისევ უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ევროპული მომავალის გადარჩენის საქმეში”,- წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – ნიკა მელია ბევრად ძლიერია ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირი გადაიკეტა