კახა მიქაია: „ხელისუფალთა ,,ბრძნულ“ წიაღსვლებზე ხალხს რეაქციაც აღარ აქვს!“

გიხაროდენ!!!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში„პოლიციელებმა ტელეკომპანია ,,იბერია“-ს ჟურნალისტი სცემეს. დაშლილ-დაქუცმაცებული „ნაცები“, ყრილობისთვის ემზადებიან. ლარი თავქუდმოგლეჯილი, უკანმოუხედავად გარბის, არავინ იცის, – საით. ფასები იზრდება და დამშეული ხალხი აკანკალებული ელოდება ელექტროენერგიაზე, გაზზე, საწვავზე და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების კიდევ მეტად გაზრდას. ბანკები ბანალურ ყაჩაღებს დაემსგავსნენ და უაპელაციოდ აგრძელებენ მოსახლეობის ძარცვას. ქვეყანაში უკვე ფერები კი არაა მუქი, არამედ, აბსოლუტური სიბნელეა,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია წერს.
მისივე თქმით, ყველაფერ ამის მიუხედავად, ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და „ცინიკურად და ბრიყვულად განაგრძობს ჩვენს ,,დაბოლებას.“
„ხელისუფალთა ,,ბრძნულ” წიაღსვლებზე და გამონათქვამებზე ხალხს უკვე რეაქციაც არ აქვს. ხეების გადატანა-გადარგვის ეპოპეა გრძელდება… ერთი სიტყვით, თუ ხალხის აზრით ქვეყანა თავზე გვექცევა, ხელისუფლთათვის ყველაფერი კარგადაა. მოკლედ, ზოგი წუხს, ზოგიც უაზროდ გახარებულია!“
„სადაა გამოსავალი?!“ – რიტორიკულად კითხულობს მიქაია და იქვე დასძენს:
„ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო, ჩემი საქართველო აქ არის, მეც აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო, ჩემი საქართველო აქ არის!“

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “მე მათ ყოფილ თანამებრძოლებს ვუწოდებ…”(ვიდეო)
შემდეგი სტატია“ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ”