კახა მიქაია: მე კალაძე, არ მომწონს

გიხაროდენ!!!

 

რა გავლანას იქონიებს, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტი თბილისში, ქართულ პოლიტიკაზე?

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის, რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის დაძლევის გარანტი, პირდაპირ გეტყვით, აშშ და მასთან ჩვენი ქყეყნის სტრატეგიული პარტნიორობაა.
ვფიქრობ, მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პრეზიდენტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრობლემურ საკითხებზე შეთანხმებას და ამით დემოკრატიული და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს შექმნას.

არ შემიძლია არ შევეხო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემას. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს, გარკვეული დოზით ხომ არ შემოაპარებენ ქართულ პოლიტიკაში?

როგორც შემოაპარებენ, ისე გააპარებენ(იცინის)
არა მგონია, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყოს მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი.
სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მას საშუალებას აძლევს, თავისი  ავანტიურისტული ბუნებიდან გამომდინარე, მსოფლიო საზოგადოების წინაშე წარსდგეს, როგორც პოლიტიკური დევნილი და ეცადოს, გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, მომავალში უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

როგორ შეაფასებდით  საქართველოში შექმნილ  პოლიტიკურ ვითარებას?

ჩვენ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას.
ჩვენ არ მოგვწონს ხელისუფელბა.
ჩვენ ხელისუფლებისაგან ვითხოვთ პრობლემების გადაჭრას.
მოდი ვნახოთ ვინ არის მეორე მხარეს?! რამდენად ძალუძს ოპოზიციას ხელისუფლების დამრცხება არჩევნებში? მოდით, რეალურად შევაფასოდ შექმნილი სიტუაცია.
ოპოზიციამ გაერთიანებაც ვერ შეძლო. ოპოზიცია ერთ კანდიდატზეც ვერ შეთახმდა, რომ რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას. ძალიან კარგია პლურალიზმი, კარგია ბევრი კანდიდატი, კარგია ბერვი პარტიის ყოფნა პარლამენტსა და საკრებულოებში, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებას ალტერნატივა არ ჰყავს. ხოლო რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ეს ძალა ოპონენტად ყველაზე მეტად, სწორედ ხელისუფლებას აწყობს. დისკრიდიტირებული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების რეალური კონკურენტი ვერ იქნება. ცხადზე უცხადია, ხელისუფლება მთავარ ოპოზიციურ ძალად იმიტომ ინარჩუნებს ნაციონალურ მოძრაობას , რომ მომავლში ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივს.

-როგორ შეაფასებდით კანდიდატებს, რომელებიც თბილისის მერობისთვის იბრძვიან?

-მოგების შანსი აქვს კალაძეს, მაგარამ მე კალაძე, არ მომწონს. რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, ისინი იმდენად სუსტნი არიან, რომ მათზე საუბარიც არ მსურს.

-რატომ არიან სუსტი იმიტომ ხომ არა რომ კალაძის მსგავსად ფული არ ააქვთ? ფული ხომ არჩევნების გადამწყვეტი ფაქტორია ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად.

-ფული და ადმინისტრაციული რესურსი, ძალიან მნიშვნელოვანი ფატორია, მაგრამ, როდესაც არ არსებობს რეალური ალტერნატივა, მაშინ ყოველთვის იმარჯვებს ხელისუფლება.
ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ბოლომდე არის დისკრიდიტირებული. ხელისუფლება არ მოსწონს საზოგადოებას, მაგრამ არ ჩანს ალტერნატივაც. ეს არის საქართველოში რეალურად შექმნილი სიტუაცია.

როგორ ფიქრობთ ექნება თუ არა კალაძეს სხვა პოლიტიკური პრეტენზიები?

-რა თქმა უნდა! კალაძე არის ამბიციური კაცი. კალაძეს ექნება პრეტენზიები. მე გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ მომწონს კალაძე, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. უფრო მეტიც, თავად ,,ქართულ ოცნებაშიც” არ არის სხვა კანდიდატი. ესეაა მთავარი პრობლემა. ,,ქართულ ოცნებას” კალაძის გარდა, თბილისის მერობის კანდიდატად, სხვა სოლიდური და რესპექტაბელური ფიგურა არ ჰყავს.
აქვე მინდა დავეთანხმო გია ხუხაშვილს, ,,ოცნებაში,” მართლაც, მხოლოდ კალაძე განვითარდა და ამდენ განუვითარებელში, კალაძე, მართლაც ,,საკაიფოდ” გამოიყურება.

რა ხდება სამეგრელოში?

– სამგრელოს რეგიონი მახსენებს უძრაობის ხანას. ბრეჟნევის ხანა მახსენდება. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, არაპროფესიონალიზმმა მთლიანად მოიცვა სამეგრელოს რეგიონი. “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაამართლა და ,,ოცნებაში” ნაციონალების პორტირებამ მთლიანად მიწასთან გაასწორა, ,,ოცნების” ავტორიტეტი. მე მახსოვს 2012 წლის განწობები და ვხედავ დღევანდელ განწყობებს, მე ვერ ვხედავ, იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ მე ვხედავ ნაციონალებს , რომლებიც გვებრძოდნენ ჩვენ და ახლა, კომფორტულად გრძნობენ თავს ,,ოცნების” ხელისუფლებაში

რას ურჩევდით არჩევნების წინ ხელისუფლებას?

– ხელისუფლებამ ხალხს უნდა უთხრას სიმართლე და მისი დაპირებები უნდა იყოს რეალური. ხელისუფელბაში მოსვლის შემდეგ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებასთან პრეტენზია – რატომ მომატყუე?!
რაც არ უნდა მძიმე იყოს სოციალური ფონი, ხელისუფლებას უნდა შესწევდეს უნარი, გასცეს რეალური დაპირებები და მაშინ, ხალხი მას დაუჯერებს.
ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს სიცრუემ დააშორა, რამაც მათ შორის წარმოქმნა უფსკრული!

ამ უფრსკრულს ხედავთ?

დიახ, ვხედავ!
ამიტომ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ევროატლატიკურ სივრცეში და ევროკავშირში დამკვიდრება. ჩვენ მივდივართ ამ გზაზე და ამ გზაზე ხელისუფლება არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას, ამ გზაზე ხელისუფლება არ უნდა იძახდეს ტყუილს და უნდა ემსახურებოდეს ერთ რამეს, ქვეყნის უსწრაფეს ინტეგრირებას, ცივილურ, დასავლურ სამყაროში.

 

 

კახა მიქაია: ,,ქართველთა მარშს,, კომიკური იერი დაჰკრავდა

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: გაზის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ბევრი მოქალაქის ცხოვრებას