კახა მიქაია: ივანიშვილის ხელისუფლებაში არ არსებობს ერთი ადამიანიც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უბრალოდ ეტყოდა არას

“მე ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, 8 წლის შემდეგ, ისევ თუ დაგვიდგებოდა ასეთი კრიზისი და ქართულ საზოგადოებას ქუჩაში მოუწვდა გაპროტესტება გაყალბებული არჩევნების. ჩვენ დღემდე ვტკეპნით ერთ ადგილს, წინ არ წავსულვართ, პირიქით, არსებობს რეალური საფრთხე, წარსულში ჩვენი სამუდამოდ დარჩენის.ამ ყველაფრის მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ხელისუფლებაში არათუ ადამიანთა ჯგუფი, არამედ არ არსებობს ერთი ადამიანიც, რომელიც გავლენას იქონიებდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე! უბრალოდ ეტყოდა არას!
ყველაფერი დამოკიდებულია ერთი კაცის ნებაზე. 21-ე საუკუნეში კი, ერთი კაცის ნებაზე დამოკიდებულ სახელმწიფოში ბოლოს ვღებულობთ ჩრდილოეთ კორეასა”-ამის შესახებ კახა მიქაიამ “თაიმერთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი განცხადებით, გამოსაცალიმხოლოდ რიგგარეშე არჩევნებია. არსებობს საქართველოში დიდაქტიკოს ექსპერტთა ჯგუფიც, რომლებიც დიდაქტიკოსობენ და მიუთითებენ ამა თუ იმ პარტიას, საზოგადოებას, როგორ უნდა მოიქცნენ. ამ დიდაქტიკოსებმა გამოთქვეს ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა, პარლამენტში შესულიყო ოპოზიცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოპოზიცია თუ შევიდოდა პარლამენტში და “გაუპრავებდა” ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს, მაშინ ის გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან. ამიტომ არანაირი მიზეზით ოპოზიციის შესვლას პარლამენტში მე არ ვეთახმები, რადგან ოპოზიციას არავითარი ბერკეტი არ აქვს იმისათვის, რომ პარლამენტში ბრძოლით მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას. ამიტომ ბოიკოტი არის გამართლებული და, დარწმუნებული ვარ, ამ ბოიკოტს აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები-აცხადებს მიქაია.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში, საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტსა” და LECSA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა