კახა მიქაია: ივანიშვილის ,,დაბრუნება” პოლიტიკაში, ეს არის ,,ქართული ოცნების” აღიარებითი ჩვენება..

ივანიშვილის ,,დაბრუნება” პოლიტიკაში, ეს არის ,,ქართული ოცნების” აღიარებითი ჩვენება ყველა იმ ბრალდებებზე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში უყენებდა ქართული საზოგადოება მმართველ ძალას.
როგორც თავად ივანიშვილმა პოლიტიკიდან ,,წასვლის” დროს ბრძანა, მისი შესაძლო დაბრუნება პოლიტიკაში მოხდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ოცნება მოახდენდა ხელისუფლების უზურპაციას, ხელისუფლება დაადგებოდა სააკაშვილის ხელისუფლების გზას და ა. შ.
მანვე, პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნება შეადარა მეორედ მოსვლას!
რაც არ უნდა თავი იმართლოს ქართულმა ოცნებამ და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილოს და მიაწოდოს საზოგადოებას ივანიშვილის ,,დაბრუნება” პოლიტიკაში, ფაქტი ფაქტად რჩება, ,,ქართული ოცნების” რეიტინგის კატასტროფულმა ვარდნამ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახადა დაეკმაყოფილებინა ,,კვირიკაშვილის თხოვნა,” დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.

P.S. იმედია, ,,სკკპ ქართული ოცნების” რიგგარეშე ყრილობაზე, პარტიის ,,უხუცესი” წევრები, მათთან დაპირისპირებულ კომკავშირლებთან ერთად, მქუხარე აპლოდისმენტების ქვეშ, ერთხმად დუჭერენ მხარს ივანიშვილის ,,არჩევას” პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ბორგავს