კახა მიქაია, რომელმაც 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა, ამბობს, რომ დღეს წარსულზე საუბარი არასწორია და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ წარსულზე საუბარმა და ანგარიშსწორებამ მიიყვანა ქვეყანა დღევანდელ დღემდე.
როგორც მიქაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა ხალხი იმ აწმყომდე, რაც ახლაა და მომავლიც ბურუსითაა მოცული. ჩვენ ავყევით ბიძინა ივანიშვილს, ვერ გავედით იმ სივრციდან, რასაც ნაც-ქოცური პინკპონკი ჰქვია, ამასობაში კი, ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვამხო აწმყო და ბურუსითაა მოცული მომავალი. მე გამოსავალს მომავლის სწორ გააზრებაში, ერთიანობაში და ბრძოლაში ვხედავ, – თქვა მიქაიამ.
ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდება დიქტატორად, ევროკავშირიც ვერ აღიარებს დიქტატორად მას, რომც უნდოდეს, რადგან ის ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორადაც მივიჩნევთ. ივანიშვილი კი არაა ძლიერი, საწყენია, მაგრამ უნდა ვთქვა, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა ივანიშვილს, – თქვა მან.

















