კახა მიქაია: იმედია ხელისუფლების სატელიტი პარტიები კუსავით არ გამოყოფენ ფეხს

„მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემური ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამას მოჰყვება გარკვეული ალიანსების გაფართოება და ამ ალიანსების სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდა ჩვენს საზღვრებთან. ეს იწვევს მხოლოდ ჩვენს შეშფოთებას. რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.
პესკოვის განცხადება დასტურია იმისა, რომ რუსეთი გაღიზიანებულია აშშ-ს ვიცეპრზიდენტის ვიზიტით საქართველოში და მისი მკაფიო და დროული გზავნილებით რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით.

გიხაროდენ!!!
იმედია, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი გონებაჩამქრალი და ,,გულანთებული” წევრი, აშშ-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი ასეთი უპრეცენდენტო და მტკიცე მხარდაჭერის პირობებში, მაიკლ პენსის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ისევ არ ,,გამოიჩენს თავს,” დიდ მეზობელთან ,,კეთილმეზობლური” ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით – ,,გონივრული,” ,,დაბალანსებული,” ,,სიღრმისეული,” ,,დიპლომატიური,” ,,მომავალზე ორიენტირებული” განცხადებებისა და წიაღსვლების ფრქვევით და რაც მთავარია, ,,ერთმორწმუნე” რუსეთთან ,,ისტორიული კავშირების” დაკარგვის შიშით, ხელისუფლების სატელიტი პარტიები კუსავით არ გამოყოფენ ფეხს-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა მაიკ პენსსა და აშშ-ის მეორე ლედის საჩუქრად ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გადასცა
შემდეგი სტატიააშშ მუდამ ქართველი ხალხის გვერდით იდგება