კახა მიქაია: გთხოვთ მიპასუხოთ მომავალო ილიებო….

,,თქვენი შინაგანი რწმენა ისევ ასეთია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთივე საზოგადო მოღვაწეა, როგორც ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნეში?“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მანანა კობახიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას განიხილავენ.
მანანა კობახიძე: თუ ვინმე ამ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ისტორიულ ძეგლებს აღადგენს, დააფინანსებს უნივერსიტეტებს, ააშენებს სკოლებს, ფიზიკურად გადაარჩენს მეცნიერებს, ხელოვან ხალხს, აღადგენს თეატრებს, მე იმასაც ვუწოდებ საზოგადო დონის მოღვაწეს, როგორადაც შეიძლება მე-19 საუკუნეში განიხილავდნენ ჭავჭავაძეს.
აბა, ბიჭებო, თუ ოცდამეერთე საუკუნეში ბიძინა ივანიშვილის გარდა, კობახიძიანთ ბანოვანის ტანო ტატანომ გინდათ განგიხილონ იმ დონის საზოგადო მოღვაწედ, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში ბანოვანის თქმით, ჭავჭავაძეს განიხილავდნენ, უნდა მიბაძოთ ბიძინას. ბიძინას ოდენი ფული თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ კრედიტი აიღოთ ,,ქართუ ბანკში” და აღადგინოთ ისტორიული ძეგლები, დააფინანსოთ უნივერსიტეტები, ააშენოთ სკოლები, ფიზიკურად გადაარჩინოთ ხელოვნების ხალხი, მეცნიერები, ააშენოთ თეატრები და მაშინ, ბანოვანი განგიხილავთ, როგორც ჭავჭავაძეს.
ასეა ძმაო, ილიობა ფული ღირს, ფული და მისი ხარჯვის სურვილი. ასე, რომ დაფაცურდით, ჩვენ ორი ილია არ გვყოფნის, ჩვენ ბევრი ილია გვჭირდება, თანაც, ოცდამეერთე საუკუნეში!!!
აქვე მინდა ერთი საიდუმლო ინფორმაციაც გაგანდოთ, როგორც ჩემმა წყარომ მაცნობა, გლდანში ერთერთი სკოლის სპორტდარბაზში ნაცები ბერბიჭაშვილობის კონკურსს ატარებენ და ფრთხილად იყავით, ემანდ რამე შარში არ გაეხვიოთ!

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია
P. S. ერთმა სიმამრმა ისიც ბრძანა, ილიას შემდეგ ქართველებს ბიძინასთანა ინტელექტუალი არ გვყოლიაო, გამოდის, ილია ქველმოქმედის გარდა, ინტელექტუალიც ყოფილა, ამასთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა მინდა დავსვა და გთხოვთ მიპასუხოთ მომავალო ილიებო, ქველმოქმედი აუცილებლად უნდა იყოს ინტელექტუალი თუ პირიქით, ინტელექტუალი აუცილებლად უნდა იყოს ქველმოქმედი?!
მე კი ვფიქრობ…
თუმცა, თქვენ რას ფ ი ქ რ ო ბ თ ?!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ნატოში მოკავშირეები არასაკმარისი დაფინანსების გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატიასახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „საზოგადოებრივი მაუწყებელის“შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს