კახა მიქაია: ,,გადავაქციოთ ზუგდიდი მსოფლიოს დედაქალაქად”

გიხაროდენ!!!ციკლიდან: ,,გადავაქციოთ ზუგდიდი მსოფლიოს დედაქალაქად”

სტოკჰოლმის სინდრომთან, ლიმას სინდრომთან და კიდევ მრავალ სინდრომთან ერთად, მსოფლიო ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ახალი სინდრომის აღმოჩენის მომსწრე გახდა!
მაშ ასე, ზუგდიდის სინდრომი:

,,როცა მძევლები ხაჭაპურს ჭამენ და მთელ ქვეყანას უჩნდება სიმპატია აგრესორის მიმართ.”

მართლაც, მაგარია!

თუმცა,
ვფიქრობ, რომ ზუგდიდელები მხოლოდ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ!!!

,,საქართველოს ბანკის” ფილიალში მძარცველის შეჭრასთან დაკავშირებული პერიპეტიები, გვაძლევს უფლებას, ჩვენი ქალაქის სახელის უფრო მეტად პოპულარიზებისათვის, მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და მოვითხოვოთ:

მთავრობის მიერ ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა შერწყმული კრიმინალის მიერ ბანკიის წარმატებულ ძარცვასთან, აღიარებულ იქნას ზუგდიდურ კლასიკად!!!

…რადგან, ჩვენ, ქალაქის მკვიდრნი, ოდითგანვე აკადემიურობას ავანგარდზე მეტად მივაგებდით პატივს და ჩვენი ცხოვრების წესად მიგვაჩნდა…

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიროლანდ ფიფია ნიკო კეცხოველისა და ლაშა გახარიას ქუჩის დასახლების ამომრჩევლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაწალაქ ჯვარში სსიპ კოლეჯი „ლაკადას“ტერიტორიაზე სასწავლო სახელოსნოები აშენდება