კახა მიქაია: „ძალოვნებში ,,ფოკუზნიკები“ არ გვყავს!“

გიხაროდენ!!!

„როგორ გაქრა მუხთარლი თბილისში და როგორ აღმოჩნდა მუხთარლი ბაქოში?! – კითხულობს საქართველოს პრეზიდენტი და კოპერფილდის, ან ვადაჭკორიას იმედად რჩება. მხოლოდ მათ, ან დევიდს, ან ზურას თუ შეუძლია პრეზიდენტის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება და მართალიცაა ჩვენი პრეზიდენტი, დიახ, მხოლოდ მათი დონის ,,ფოკუზნიკს“ თუ შეეძლო მუხთარლი თბილისში გაექრო და ბაქოში აღმოეჩინა. ამიტომ, სრულებით უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს ამ საქმეში ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ, ძალოვნების ხელი ერიოს,“ – წერს სოციალურ ქსელში „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია და აღნიშნავს, რომ ძალოვნებში ,,ფოკუზნიკები“ არა გვყავს.
„ჩვენ მღებრიშვილები, გომელაურები და ძმანნი მათნი გვყვნან და არა – კოპერფილდები და ვადაჭკორიები, არც იგორ კიოები, სხვათაშორის. ასე რომ, ხელები შორს ჩვენი ძალოვნებისაგან, თავად ეძებეთ ბატონო, ,,ფოკუზნიკი“ და თავად აღიდგინეთ შელახული იმიჯი. ბიჭოს, ერთ ფოკუზნიკს ხომ არ გადავაყოლებთ ქვეყანას!!“ – წერს მიქაია და დასძენს:
„ЮРИЙ ДЕТОЧКИН: Здравствуй, Люба. Я вернулся!“

banner
წინა სტატიაშიპოლონელი მინისტრის სკანდალური განცხადება მუსლიმ ემიგრანტებზე
შემდეგი სტატიალევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა