კახა მიქაია: დღის წესრიგში დგას – რუსეთი თუ ევროპა, თავისუფლება თუ მონობა

სააკაშვილის არადემოკრატიულმა პოლიტიკამ განაპირობა ივანიშვილის აღზევება და მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მიშა სააკაშვილის მოღვაწეობის გვირგვინი არის ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ, პირველ რიგში, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა საქართველოში და რაც ხდება ახლა! ასევე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავათვითცნობიეროთ ამ პასუხისმგებლობის სიმძიმე.

ეს იყო ჩვენი შეცდომა, ეს იყო ჩვენი იძულებითი არჩევანი, რომელიც შემდეგ აი ამ უბედურებაში გადაიზარდა!!!
მე ვებრძოდი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას, ეს თქვენ კარგად იცით, ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასაც, მაგრამ უნდა ვაღიარო, არც ედუერდ შევარდნაძის დროს, რომელთანაც ძლიერი დაპირისპირება მქონდა და არც სააკაშვილის დროს, (თქვენ იცით ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამოკიდებულება) არ მდგარა დღის წესრიგში საკითხი – რუსეთი თუ ევროპა, თავისუფლება თუ მონობა.
ეს საკითხი დრის წესრიგში დააყენა ბიძინა ივანიშვილმა და ამით მან საერთოდ გააფერმკრთალა ყველაფერი. მიმძიმს მე ამის თქმა, მაგრამ პირველ პლანზე როდესაც წამოიწევს ასეთი პრობლემა, მე არარელევანტურად მიმაჩნია მხოლოდ წარსულზე აპელირება და არ ვაპირებ ქოც-ნაცურ პინკ-პონგში შესვლას!!!

დღის წესრიგში დგას ჩვენი ყოფნა -არყოფნის საკითხი! აქვე მინდა მივმრთო ოპოზიციას, ძალიან კარგია, რომ რამოდენიმე პოლიტიკური პარტია არსებობს და ამომრჩეველს აქვს იმის საშუალება, რომელიმე აირჩიოს. მთავარია, ქართველმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ჩვენს არჩევანზე დამოკიდებული არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი, ამიტომ ყველანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასიურად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ ჩვენი შვილების მომავალს!,-აცხადებს კახა მიქაია “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:მთავარი უნდა იყოს არა ის, რას იეშმაკებს და კიდევ როგორ ,,ტრიუკს” შემოგვთავაზებს ბიძინა, არამედ, როგორ ვიქნებით იმ იდეის ერთგული, რომლის რეალიზებასაც შეეწირა ჟიული შარტავა!
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, ბიძინა ივანიშვილი კრემლის გარეშე ვერ შემოვიდოდა ქართულ პოლიტიკურ ველზე