კახა მიქაია: დღევანდელი პარლამენტის ადგილი თავისი შემადგენლობით მართლაც არ არის დედამიწაზე

“სავარაუდოდ, ელისაშვილის პასუხისმგებლიანმა ცხვირმა ფრთები გამოისხა და პარლამენტში შესაფრენად ემზადება…

ვინ ან რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ელისაშვილს, შევიდეს პარლამენტში?!

ვფიქრობ, დღეს საქართველოში ასეთი ,,ძალა” არ არსებობს…

პირიქით, ცხვირის ძალისხმევამ
პარლამენტში შეფრენის შემდეგ, შესაძლოა, საკუთარი ფრთებით პარლამენტის შენობა ჰაერში აწიოს და ერთპარტიული პარლამენტის ნაცვლად უბრალოდ მფრინავი პარლამენტი მივიღოთ…

მართლაც, განუზომელია მფრინავი ცხვირის შესაძლებლობები…

დიახ! სწორედ რომ ასეა, თანაც, დღევანდელი პარლამენტის ადგილი თავისი შემადგენლობით მართლაც არ არის დედამიწაზე…

ამ ტანჯულ მიწაზე, მხოლოდ ჩვენი ადგილია ადამიანებო, ბურუსით მოსილ მომავალთან,
გაურკვეველ ოპოზიციასთან და თავზე საყრელ პრობლემებთან ერთად…

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიააშშ-ში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან