ძალიან მძიმეა ამის თქმაც, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, არანაირი კურსი არ შეუცვლია ბიძინა ივანიშვილს…
მას (ბიძინა ივანიშვილი) წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული თუ როგორ ემოქმედა და რა მიმართულებით წაეყვანა ქვეყანა!!! ბიძინა ივანიშვილმა უღალატა ქართულ იდეას-ეროვნული დამოუკიდებლობისა და ჩვენი ევროპული მომავლის იდეას. ეს ღალატი ჩადებული იყო იმთავითვე!!!
დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, ბიძინა ივანიშვილი კრემლის გარეშე ვერ შემოვიდოდა ქართულ პოლიტიკურ ველზე.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს კრემლი. დროთა განმავლობაში ყველაფერს ფარდა აეხადა და ჩვენ ნათლად ვიხილეთ, რა პოლიტიკას ატარებს კრემლი საქართველოში. რა თმა უნდა, ამას ყველაფერს იმპულსი მისცა და საბოლოოდ გამოაშკარავა უკრაინის მოვლენებმა!!!,-განაცხადა კახა მიქაია “თაიმერთან” ინტერვიუში.