კახა მიქაია: „დასავლეთი ივანიშვილს გადაგდებას არ გაუტარებს“

23 მარტს ამერიკის სენატში საქართველოს საკითხი იქნება განხილული. სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ფიქრობს, რომ ვაშინგტონს ძალიან ხისტი პოზიცია ექნება, რასაც ივანიშვილი საკუთარ ტყავზე იგრძნობს.
„თაიმერთან“ საუბარში ის ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და იმ დემოკრატიულ შტურმზე საუბრობს, რომელიც დასავლეთიდან მოდის.

კახა მიქაია:
_ მოლაპარაკებების ჩაშლა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ, „ქართული ოცნება“ თითქოს დამშვიდდა. ბორელის განაცხადმა რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. (ეუთო/ოდირის დასკვნაშიც მსგავსი რამ ეწერა.) „ქართული ოცნება“ აღაფრთოვანა და ,,ოცნების” მესვეურებმა ჩათვალეს, რომ მათ შეეძლოთ ჩაეშალათ მოლაპარაკებები.

ძალიან ცდება ხელისუფლება, თუ ფიქრობს, მიშელი და დანიელსონი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ მოლაპარაკებები ასე დასრულებულიყო. ძალიან მშურს ხელისუფლების სიმშვიდის. მათ თუ ჰგონიათ, რომ დანიელსონის საქართველოდან უშედეგოდ გაშვება შერჩებათ, ძალიან შემცდარან, მითუმეტეს, როგორც ცნობილია, ამ დღეებში დანიელსონი ისევ ბრუნდება საქართველოში.

– რატომ გგონიათ, რომ არ შერჩერბათ? 2019 წელს მთელ მსოფლიოს დაპირდა ივანიშვილი 2020 წელს არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდებაო, მაგრამ ვერ გადააგდეს? ვინ მოსთხოვა ამაზე პასუხი?

-არა მგონია, რომ ახლა შერჩეთ. ისე, ჩაშლილ მოლაპარაკებებშიც უნდა დავინახოთ პოზიტივი, რადგან დანიელსონმა თავად იხილა მოლაპარაკებების პროცესში „ქართული ოცნების“ რეალური სახე. ევროკავშირი დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის თანმიმდევრული, თან დემოკრატიული შტურმი რომელიც დასავლეთიდან ახლა ხორციელდება ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე, მართლაც უპრეცენდენტოა. მართალია ადრეც იყო კონგრესმენების წერილები, მაგრამ ახლა ბევრად წონიანი პოლიტიკოსები არიან ჩაერთულნი ამ პროცესში და ეს მაიმედებს. დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს გადაგდებას არ გაუტარებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა წყდება არა მხოლოდ ივანიშვილისა და „ოცნების,“ არამედ ქვეყნის მომავლის ბედი, ახლა წყდება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. საბოლოოდ მოვწყდებით რუსეთის ორბიტას თუ პოლიტიკურ მაქინაციებში გავატარებთ დროს და ჩავეფლობით ჭაობში, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვით დასრულდება.

ბევრი ამბობს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლაში რუსეთის იდუმალი ხელი ერია. თუმცა, იდუმალი არაფერია. ნარიშკინის განცხადება ხილული ხელია. ფაქტია, რომ მოლაპარაკებებზე კრემლს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვერც ოპოზიციამ, სურვილის მიუხედავად, ვერც ხელისუფლებამ და ვერც ევროკავშირმა. კრემლმა ჩაშალა მოლაპარაკებები. ახლა ჯერი ამერიკაზეა.

– ამერიკის სენატი ხვალ, 23 მარტს განიხილავს საქართველოს საკითხს. რა მოლოდინი გაქვთ?

– ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი. როგორც იცით, ახლა იქოქება ბაიდენის ადმინისტრაცია. გასულ კვირას ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. ამას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული პროცესები და ამ პროცესების სერიოზულობას მთელი მსოფლიო დაინახავს და შეიგრძნობს, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლებაც…

როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემობრუნებას?

მე არ ვიჩქარებდი, გახარიას შანსებზე საუბარს, რადგან ჩემთვის მთავარია, რამდენად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება ის, პირველ რიგში, რუსეთისაგან…

გიორგი გახარია, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გუნდში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე იყო, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და პარტიის ლიდერი, ჯერ ყველასთვის უცნობია…

ვნახოთ, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ბატონი გიორგი ბიძინა ივანიშვილისაგან, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ დამოუკიდებლობა იქნება მისი პოლიტიკური წარმატების საწინდარი…

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიგახარია: ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე
შემდეგი სტატიაგოგი წულაია ოპოზიციას: იქნებ მაღიაროთ ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმრად