კახა მიქაია: დარწმუნებული ვარ, რა პროცესის დაწყებასაც აპირებს ნიკა მელია, ამ პროცესს ხელს შეუშლის მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით, თავისი ბეგრაუნდით, თავის წარსულით და დღევანდელობით

,,ნაციონალური მოძრაობა” რომ დღეს მთავარი ოპოზიციური ძალაა და მას ფაქტიურად 30%-ზე მეტი მხარაჭერა აქვს, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. რეალობას გავუსწოროთ თვალი. ,,ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია დაბრუნდეს ხელისუფლებაში. რაც შეეხება ნიკა მელიას, ნიკა მელია იმდენად იქნება ჩემთვის საინტერესო, რამდენადაც შეძლებს, როგორც თავად ამბობს, ,,ნაციონალური მოძრაობის მოდერნიზებას” და იმ ადამიანების დარწმუნებას, როგორც ისევ თავად ამბობს, რომლებსაც დღემდე არ სჯერა ნაციონალური მოძრაობის მეტამორფოზის. შეძლებს ამას ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პირობებში? – ეს არის მთავარი კითხვა. შეძლებს ნიკა მელია გაწიოს სააკაშვილი, თავად იქცეს ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერად? ჩემთვის ამდენადაა საინტერესო ნიკა მელია. კი, ბატონო, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის 30%, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ნიკა მელია ამბობს, ,,ნაციონალური მოძრაობის” მოდერნიზება, რომლისაც მე, პირადად, არ მჯერა!!! დარწმუნებული ვარ, რა პროცესის დაწყებასაც აპირებს ნიკა მელია, ამ პროცესს ხელს შეუშლის მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით, თავისი ბეგრაუნდით, თავის წარსულით და დღევანდელობით. თავისი გადამეტებული და ზოგ შემთხვევაში უაზრო ამბიციით!!! მე ვერ ვხედავ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ ლიდერად. ის უფრო მუხრუჭი და ხელის შემშლელია, არა მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობისათვის,” არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკისათვის!!! ასე ვუყურებ ბიძინა ივანიშვილსაც. ორივე ლიდერი პოლიტიკაში რჩება, რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ამ ორი მონსტრის განეიტრალებას?! ეს არის მთავარი კითხვა დღეს!

-რიგგარეშე არჩევნებს ელოდებით?

-ვერ დარჩება ქვეყანა კოჭლი პარლამენტის იმედად. ვერ დარჩება ქვეყანა პარლამენტში შეტანილი ერთი როიალის იმედად და მოცარტის ან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტის მოსმენის იმედად მხოლოდ”-აცხადებს “თაიმერთან” იმტერვიუში კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიგეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესის შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა