კახა მიქაია: …და საერთოდ, ხომ იცით, ბიძინას სულ ,,ც ო ტ ა თ ი” მეტად რომ უყვარხართ, ქოცებო, ვიდრე თქვენ ბიძინა და ამიტომ, ეს ,,ც ო ტ ა” შეინარჩუნეთ

გია ვოლსკი:
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ ირაკლი კობახიძეს აქვს შესანიშნავანი განათლება და იუმორის შესანიშნავი გრძნობა.
“დაწერილი აქვს კარგი წიგნი. მისი რომანი რომ წაიკითხოთ… სიყვარული, დამოკიდებულება, ურთიერთობები… მაგალითად, მე არ მაქვს პრობლემა ჩემი აზრი გავიტანო თუ ის თავმჯდომარეა. ბიძინა ცოტა სხვა, უფრო რთული თემა იყო.“-
უი!…
მართალია, ბიძინა, კობახიძეზე,
მართლაც, ,,ც ო ტ ა თ ი” რთული თემა იყო…
ხო, ,,ც ო ტ ა თ ი!”…
ბიძინას კინსულტაციების გარეშე დარჩენილი ,,ქართული ოცნებაც, იმედია, მომავალში, ბიძინაზე სულ ,,ც ო ტ ა თ ი” მარტივი თემა იქნება, ვიდრე ბიძინა იყო!…
…და საერთოდ, ხომ იცით, ბიძინას სულ ,,ც ო ტ ა თ ი” მეტად რომ უყვარხართ, ქოცებო, ვიდრე თქვენ ბიძინა და ამიტომ, ეს ,,ც ო ტ ა” შეინარჩუნეთ, სანამ კობახიძის რომანს უნივერსიტეტებში სავალდებულო სწავლების საგნად გახდიან და აქიდან გამომდინარე, სულ ,,ც ო ტ ა თ ი” მაინც აიწევს ქართული საზოგადოების ,,იდეურ-პოლიტიკური დონე!”-წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიN16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული 506 ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: საკანონმდებლო ორგანოში შემობრძანდით განზე ნუ დარჩებით