კახა მიქაია: ჩემთვის ტრიბუნის წართმევა უნდოდათ, თუმცა ჩემი კრიტიკული ხმა მომავალშიც გაისმება

ზუგდიდის რაიონის საკრებულოს დღვანდელ სხდომას დეპუტატი კახა მიქაია ეხმაურება. როგორც თავად აცხადებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ღიმილით შეხვდა.
„ხუთი თვეა ველოდები, თუმცა აქამდე საკრებულომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ვაცხადებ, რომ ეს არის მცდელობა, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული „ნაციონალებისა“, როლანდ ახალაიას შტაბის უფროსების, მისი კუდის თანამშრომლების, სააკაშვილის „ზონდერების“ და გორზიას ბიზნესპარტნიორების, მე წამართვან ტრიბუნა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი კრიტიკული ხმა, რომელიც პოზიტივისკენაა მიმართული, მომავალშიც გაისმება. თუ დღეს დავკარგე, საკრებულოს ტრიბუნა, იმედია, ახლო მომავალში, წლების მანძილზე აკრძალული „რუსთავი 2“-ის ეთერი ჩემთვის გაიხსნება. მადლობელი ვარ და კმაყოფილი რომ აღარ ვარ საკრებულოს წევრი“, – აცხადებს მიქაია.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიქაიასთან ერთად უფლებამოსილება შეუწყდა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ დეპუტატს, კორცხელის მაჟორიტარ ცოტნე მურღულიას, რომელიც, როგორც სხდომაზე აღინიშნა, ლონდონში სასწავლებლად იმყოფება. საკრებულოს საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ არც ერთ მათგან გაცდენების საპატიო მიზეზის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ და დღევანდელი გადაწყვეტულების საფუძველიც სწორედ ეს გახდა.
მიქაიას შემთხვევაში, მას სიით მომვდენო – ჯონი ზარანდია ჩაანაცვლებს, მურღულიას შემცვლელის ვინაობა კი შუალედური ადგილობრივი არჩევნებით გაირკვევა, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: იმედი მაქვს, გადაწყდება ყველაფერი, დალაგდება ყველაფერი