კახა მიქაია: აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული ურთერთობების გადახედვა კი, ჩვენი სამშობლო შესაძლოა დამოუკიდებლობის დაკარგვის ფაქტის წინაშე დააყენოს

ამერიკის შეერთებული შტატები ს მიერ ,,ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახებისთვის დაწესებული სანქციები, რაც, სავარაუდოდ, საბოლოო სახეს მიიღებს და მალე ამოქმედდება, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ მათ, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, მის ეკონომიკასა და, რაც მთავარია, საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული ურთერთობების გადახედვა კი, ჩვენი სამშობლო შესაძლოა დამოუკიდებლობის დაკარგვის ფაქტის წინაშე დააყენოს.

ვფიქრობ, არანაირი აზრი არ აქვს, ,,ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის ,,შეგონებასა” და მათთან იმ საფრთხეებზე საუბარს, რაც ახლო მომავალში ელის ჩვენს ქვეყანას.

რუსეთის, ირანის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ჰამასისა და ჰესბოლას პარტნიორთან საუბარის გაგრძელება, მგლის თავზე სახარების კითხვას წააგავს…

ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ხელისუფლება, აუცილებლად გააგრძელებს თავის კოლაბორანტულ პოლიტიკას.

ასე რომ, ჯერი ახლა ჩვენზეა, თითოეულ ჩვენთაგანზე, პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდობაზე, ქართულ საზოგადოებაზე, პოლიტიკურ სპექტრზე!!!

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მთელ ცივილიზებურ სამყაროსთან ერთად, ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობიანი გზით რუსული რეჟიმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში.
ურთიერთდაპირისპირება და წარსული შეცდომების გაუაზრებლობა, საბოლოოდ დაგვაკაგვინებს ისტორიულ შანსს, მოვწყდეთ რუსულ პოლიტიკურ ორბიტას და დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი, დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ და მარადიულ ნავსაყუდელს – ევროპას!!!-აცხადებს “თაიმერთან” კახა მიქაია.

 

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

banner
წინა სტატიაშიამერიკა ასანქცირებს რუსული რეჟიმის სამსახურში მდგარ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში – გეგელია
შემდეგი სტატიაგერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში – კანკავა