კახა მიქაია: ასე, ჩემო ასინეთა!

მერაბ ქვარაია საგანგებო განცხადებას ავრცელებსპარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. 2018 წლის 27 თებერვალი.

მერაბ ქვარაია: ,,მე არ მინდა ახლა ამ კონკრეტულ კამათს დავუბრუნდე, მაგრამ მოკლედ შევაფასებდი და ვიტყოდი იმას, რომ მართლაც არავის არ აქვს სურვილი ვისაუბროთ იმ წარსულზე, რომელიც არის მძიმე ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის, არც ამის საჭიროება არ არსებობს, არც ამის სურვილი არ არსებობს, პირიქით, ნეტავი მალე დაავიწყდებოდეს ქართველ ხალს ის, რაც მაშინ ხდებოდა, რაც განიცადა თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ. მაშინ სულ სხვა რამე გვიჭირდა და სულ სხვა უბედურება გვჭირდა, ეხლა სულ სხვა რამეზე ვსაუბრობთ და მადლობა ღმერთს ამისთვის.
ამიტომაც, როცა დღეს ჩვენ ვისმენთ რეკომენდაციებს, ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესოა, რომ სულ სხვა რამეზე გვიწევს საუბარი, სულ სხვა საფეხურზე ვართ ჩვენი ქვეყნის განვითარების და დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანთა უფლებების და მისი დაცვის…
მართალია, სასამართლო ერთერთი მოწინავე გახდა არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თვალსაზრისით და ძალიან ბერი წარმატებული ქვეყნის რიგებშია, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა!
მართლაც, მისასალმებელია ის რა პროგრესიც გვაქვს, მაგრამ მაქვს კითხვა: რა სიღრმეებამდე უნდა წავიდეთ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში ამ მიმართულებით?!”

ასე, ჩემო ასინეთა!
ორ წელიწადში ერთხელ მაინც ხომ უნდა გაგვაგონოთ შენ და თოლორაიამ ხმა საქართველოს პარლამენტში, თუნდაც საკომიტეტო მოსმენებზე.
მართალი ხარ ჩემო ასინეთა, უნდა დავივიწყოთ ყველამ ერთად ის მძიმე წარსული (არც ამის საჭიროება არ არსებობს და არც ამის სურვილი) და იმ წარსულის შემოქმედთ, მურუსიძე და კამპანიას დაუთმოთ ასპარეზი, თანაც, სამუდამოდ!!!
ჩემო ,,ჰუმანისტო” ასინეთა,
ყოჩაღ!!!
ვის ადარდებს ან სანდრო გირგვლიანი ან ირინა ენუქიძე ან ბუტა რობაქიძე ან სულხან მოლაშვილი და კიდევ ბევრი ადამიანი, რომელთაც თავის დროზე მურუსიძემ და კამპანიამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
დროა დავივიწყოთ ისინი, დღეს ხომ ჩვენი სასამართლო სისტემა ახალ სიმაღლეებს იპყრობს (მადლობა ღმერთს), დღეს ხომ ჩვენ სასამართლო სისტემას სხვა გამოწვევებზე უხდება ფიქრი და სწორედ ამ გამოწვევებს მურუსიძე და კამპანია შეეჭიდება…
აბა, სხვა ვინ, ჩემო ასინეთა?!
არ გააჭირა საქმე ქართულმა საზოგადოებამ თავისი პროტესტებით და წუხილით, მთავარია შენ და შენისთანა ქვეშაჯვია ,,პოლიტპატიმრები” ისხდეთ პარლამენტში და ორ წელიწადში ერთხელ მაინც გვახსენებდეთ თქვენს ამომრჩევლს, რომ ცოცხლები ხართ…
რატომ?!
,,ასეა საჭირო და მიტომ”.

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაში“ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს…აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები” – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაორბელიანის მოედანზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა