კახა მიქაია არეშიძეზე – მოკლედ, წლები გარბიან, მამუკა კი ისევ იქ არის, იქ!!!

“მინდა გითხრათ, რომ მამუკა არეშიძე ოდითგანვე გამოირჩეოდა ,,ღრმა კონსპიროლოგიური ცოდნით” და როგორც კონსპიროლოგ-ანალიტიკოსი, ყოველთვის იმსახურებდა ჩემ ყურადღებას!!!

მახსოვს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, გროზნოში განდევნილ საქართველოს პირველ პრეზიდენტზე როგორ ირწმუნებოდა, რომ ზვიად გამსახურდიამ სარწმუნოება შეიცვლა და ის მუსლიმი გახდაო…

კარგად მახსოვს, მამუკა არეშიძე, გია ჭანტურიასთან ერთად, მაშინდელი ოპოზიციის მიერ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამართულ მიტინგებზე, როგორ გაჰყვიროდა, ,,ძირს გამსახურდია-შევარდნაძის ალიანსიო”…

შესაბამისად, დღეს, მისგან გახარიას გამოცხადება სააკაშვილის აგენტად, უბრალოდ, მის სტილშია და მეტი არაფერი…

მოკლედ, წლები გარბიან, მამუკა კი ისევ იქ არის, იქ!!!….”- აცხადებს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია სარია – ნინოწმინდის პანსიონსა და მეუფე სპირიდონს იცავს საპატრიარქო, უშუალოდ პატრიარქი
შემდეგი სტატიაგენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა