კახა მიქაია: არჩევნებში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი ჩიქოვანი

როგორ შევაფასო 118 პროცენტიანი ირაკლი ჩიქოვანი? მე მის ადგილზე შემრცხვებოდა. ირაკლი ჩიქოვანის ადგილზე მე მოვიხსნიდი ჩემს კანდიდატურას და საზოგადოებას ვამცნობდი, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და არ მივიღებდი იმ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც წინასწარ ვიცი, რომ ერთპარტიული იქნება. რა გითხრა, რით გაგახარო? სამეგრელოში არაფერი ხდება ისეთი, რაც არ ხდება მთელ საქართველოში. სამარცხვინო სიტუაციაა.
არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარები არაფერს არ წარმოადგენენ. არჩევნებში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი ჩიქოვანი.

მე ირაკლის წინა არჩევნებში ვუჭერდი მხარს, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩიქოვანი იყო ერთ-ერთი ყველაზე მისაღები პოლიტიკური ფიგურა სამეგრელოში.
ქართული ოცნებიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარტიული სიით პარლამენში მოხვედრილებთან თუ გარეთ დარჩენილებთან შედარებით, ირაკლი ბისმარკიცაა და ნაპოლეონი-აცხადებს კახა მიქაია “თაიმერთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, რადგან „ქართული ოცნება“ შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში და „გაიპრავოს“ გაყალბებული არჩევნები
შემდეგი სტატიამანამდე გაგრძელდება ჩვენი ყველა ლეგიტიმური მცდელობა , სანამ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა არ შეიგნებს, რომ შეუძლებელია არსებული ვითარების შენარჩუნება და უნდა წავიდეს არჩევნებზე – ბოკერია