კახა მიქაია: არც საპარლამენტო ტრიბუნა და არც ქვეყანა არ არის ცირკის არენა

“არც საპარლამენტო ტრიბუნა და არც ქვეყანა არ არის ცირკის არენა. ეს უფრო ჰგავს ცირკს, ვიდრე სერიოზულ საქმეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცირკის შემდეგ დაემუქრება თუ არა ანაკლიის პორტის პროექტს შეჩერების ან საერთოდ, გაუქმების საშიშროება”,-ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს ლიდერმა კახა მიქაიამ “თაიმერთან” საუბარში განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებები და გახარიას პასუხი გაარკვიოს გამოძიებამ. ორივე მხარემ თვალნათელი გახადოს საზოგადოებისთვის ის რაც ხდება. გამოქვეყნდეს დაკითხვის ოქმები. გამოქვეყნდეს თუ არსებობს გახარიას მიერ ხაზარაძეზე მიწერილი წერილი და სამსჯავროზე გამოიტანოს ორივე მხარემ საზოგადოებისთვის. ასეთი ფორმით რაც ახლა ხდება კითხვა-პასუხი, ეს არასერიოზულია.ეს არ ჰგავს სახელმწიფოს, პარლამენტს. ეს უფრო ცირკის არენას მაგონებს.

დამოკიდებულება ანაკლის პორტის მშნებლობის მიმართ ქმნის საშიშროებას იმისა, რომ პორტი შეჩერდეს. არც ბიძინა ივანიშვილი, არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნაცები და ქოცები- არცერთი ბანკი, არცერთი მინისტრი არ ღირს იმად, რომ შეჩერდეს ანაკლიის საუკუნოვანი პროექტის მშენებლობა.საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავლს. ანაკლიის პორტზე და მის განვითარებაზე ძალიან ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ მე კონცენტრირებული ვარ ჩვენი ქვეყნის მომავლზე და არა იმ ცირკზე, რომელიც შემომთავაზა ხელისუფლებამ და მეორე მხარემ”-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები 2-3 დღეში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიამინდა ბიზნესს ვუთხრა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც პატარკაციშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დავუშვით მდუმარებით