კახა მიქაია: არ შევეგუებით სუვერენიტეტის დაკარგვასა და რუსულ ჭაობს!!! არ ვუღალატებთ თავისუფლების იდეას!!!

ნიშანდობლივი და სიმბოლურია, რომ დღევანდელობამ მიუხედავად ამ ოცდათოთხმეტი წლის მანძილზე, ოთხმოცდათიან წლებში აფეთქებული ეროვნული მოძრაობისა და მისი ლიდერების, მავანთა მხრიდან ძაგებისა და შეურაცხყოფისა, ქართული ეროვნული-ევროპული იდეის პროფანაციის მცდელობისა, აბსოლუტურად სწორად და მიუკერძოებლად შეაფასა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღვაწლი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთის ბრძოლაში და ახალი იმპულსი და მნიშვნელობა შესძინა 1991 წლის 31 მარტის რეგერენდუმს!!!

იაზრებს რა  მოსალოდნელ საფრთხეს დამოუკიდებლობისა და ევროპული პერსპექტივის დაკარგვისა,
ქართული საზოგადოება ინარჩუნებს იმ ეროვნულ მუხტსა და სულიკვეთებას, რომლითაც გამოირჩეოდა რუსეთის იპერიას დაპირისპირებული ქართული ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობა…

დარწმუნებული ვარ, გავუძლებთ სიძნელეებს, გადავლახავთ საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ ნიჰილიზმსა და უიმედობას, რაც გამოწვეულია საქართველოში და მთელ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე!!!

ყველანი რუსთაველზე!!!

ხვალ 31 მარტს, კიდევ ერთხელ ვანახოთ ყველას, პირველ რიგში ივანიშვილის რუსულ ომონს, რომ არ შევეგუებით მათი მხრიდან  ჩვენი დამონების სურვილს,
არ შევეგუებით სუვერენიტეტის დაკარგვასა და რუსულ ჭაობს!!!
არ ვუღალატებთ თავისუფლების იდეას!!!

გილოცავთ ქართველთა და საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის ერთობის დღეს 31 მარტს!!!,-აცხადებს თაიმერთან საუბარში, პოლიტიკოსი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიEconomist: ზელენსკიმ თავის გუნდს არჩევნებისთვის სამზადისის დაწყება დაავალა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა