კახა მიქაია: ,,ანალიზში რატომ არ დამეხმარე, გრიგორიჩ!”

უკრაინაო, ლამაზო,
სხვა უკრაინა სად არის?!
მიშა გამოჟურნალისტდა!
უკრაინაში მიშას ჟურნალისტური ნიჭი ამოიფრქვა, ქართული პიარის ,,მეფე” სხვა ამპლუაში ცდის ბედს, იმედია, აქაც ,,წარმატებული” იქნება… სავარაუდოდ, უკრაინუილი ,,რუსთავი2,” გიორგი გაბუნიას როლში შეჭრილი სააკაშვილით (არც მეუფე(დონ) პეტრეს ანაფორით შემოსილ ეკა ხოფერიად მისი გარდასახვაც არ გამორიცხოთ), ხელისუფლებას ბევრ თავსატეხს გაუჩენს და როგორც აქ, იქაც ბოლოს საქმეში სტრასბურგელი ღამის მორიგე ჩაერთვება ისევ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, რათა დაცულ იქნას თავისუფალი სიტყვა და არხის სარედაქციო პოლიტიკა. როგორც აქ, იქაც უკრაინელი ძმები ყარამანიშვილები იძულებულნი გახდებიან აქციების საკონტროლო პაკეტი სააკაშვილს და ჟურნალისტებს გადასცენ და როგორც აქ, იქაც ,,სხვა უკრაინაში,” მოვლენები უკრაინელი ნიკიტა გვარამიას სცენარით განვითარდება.
ასე ამაღლდება მიშა სააკაშვილი პრეზიდენტობიდან ჟურნალისტობამდე და ცოტა ხანში ,,სხვა უკრაინიდან” თბილისში ცნობილ და სკანდალურ ჟურნალისტად ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ასაღებად მოვლენილს, ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ინტერვიუერის მიერ იქვე ახლოს, ,,პანორამა თბილისის” ტერიტორიაზე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსმინიჭებულ, საგულდაგულოდ გაშლილ ქართულ სუფრაზე ტკბილ მოგონებებში ჩაძირულს და ბახუსმორეულს სიმწრით აღმოხდება: ,,ანალიზში რატომ არ დამეხმარე, გრიგორიჩ!”-წერს “დაიცავი საქართველოს ლიდერი” კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) მეუფე პეტრეს პოლიტიკური აღსარება-პატრიარქს განსაკუთრებულად უყვარდა ბაჩო ახალაია
შემდეგი სტატია“მოსმენების კანონი” დღეიდან ამოქმედდება