კახა მიქაია: ახალი საპარლამენტო არჩევნები განმუხტავს კრიზისს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ვფიქრობ, რომ არის დროული და სწორი. ვიმედოვნებ, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება და განსაკუთრებით ხელისუფლების აგრესიული ნაწილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას არაადეკვატურობით და პოლიტიკური მოუმწიფებლობის თვალსაჩინო მაგალითია, საბოლოოდ მოეგება გონს და მოახდენს საკუთარი შეხედულებების გადაფასებას. რაც შეეხება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს, ის რა თქმა უნდა არსებობს. ახალი საპარლამენტო არჩევნები, რაც განმუხტავს კრიზისს, დაასრულებს პოლიტიკურ ძალებს შორის არსებულ ესკალაციას და ქვეყანას მისცემს დემოკრატიული განვითარების და დასავლურ სამყაროში საბოლოოდ დამკვიდრების შანსს!-აცხადებს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიმელია – ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მას უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე