კახა მიქაია: 12 მილიონიანი ბოტანიკური ბაღი კომკავშირულ პარკს ჰგავს ვიდრე დადიანისეულ ბაღს

TIMER. GE. ,,ზუგდიდის განახლებული ბოტნიკური ბაღის ნაწილი წყლის გუბეებით ივსება.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაღში არსებულ გუბეებთან დაკავშირებით საქმის კურსში იმყოფებიან და მის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ.
“ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილ წყლის გუბეებთან დაკაშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან ერთად საკითხს დეტალურად შეისწავლის და აღნიშნულ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს.”-აცხადებენ მერიაში.”

ბატონებო!
თავის დროზე, კომუნისტებმა ტრაქტორით გადახნეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, რათა იტალიელი მებაღე-დეკორატორების მიერ გაკეთებული სადრენაჟე მეურნეობა, როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი, გაენადგურებინათ.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ამ წლების განმავლობაში ვინ არ ცდილობდა, მიზანმიმართულად გაეჩანაგებინა, გაესხვისებინა და საბოლოოდ, პირვანდელი იერსახე წაეშალა და მიწისაგან პირისა აღეგავა ეს მართლაც უნიკალური ბოტანიკური ბაღი და სამუზეუმო კომპლექსი.

და აი დადგა ნანატრი დღე, ,,ოცნების” ხელისუფლებამ დაიწყო ბოტანიკური ბაღისა და ნიკოს სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თუმცა, შედეგი სახეზეა! სააგენტო ,,თაიმერის” მიერ მოწოდებული ფოტომასალა ცხადყოფს, რომ ბოტანიკურ ბაღში 12 მილიონად შეფასებული სარეაბილიტაციო სამუშაოები არასათანადო დონეზეა შესრულებული და ბოტანიკური ბაღის ტერიტორია წყლის გუბეებით არის გადავსებული!
აქვე მინდა, ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა რეაბილიტირებულ ბოტანიკური ბაღზე, რომელიც მომიტევეთ და თავისი განათებებით, მოსასვენებელი ადგილებით, ატრაქციონებით და სხვა ,,ღირსშესანიშნაობებით” უფრო კომკავშირულ პარკს გავს, ვიდრე დადიანისეულ ბოტანიკურ ბაღს!

რაც შეეხება ფონდი ,,ქართუს” დაფინანსებით ნიკოს სასახლეში ჩატარებულ სამუშაოებს, მინდა ვთქვა, რომ აქაც სრული კატასტროფაა, ბატონებო, ნიკოს სასახლეს რესტავრაცია სჭირდება და არა ევრორემონტი!

ერთი სიტყვით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც ცოდნა და არც კომპეტენცია, რათა მაღალ დონეზე განეხორციელებინა ბოტანიკური ბაღისა და სამუზეუმო კომპლექსის სრული რეაბილიტაცია!-წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაში„მალე დახეული ჯინსის ჩაცმის გამო დაგვიჭერენ“
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვინდა ძლიერი ინსტიტუტები, ოპოზიციას უნდა, რომ ინსტიტუტების მუშაობა დაბლოკოს