კახა მიქაია: სერ დიტრიხ ესტეტიკ სამხარაძე არ ეშვება ანარქიას!!!

გიხაროდენ!!!

გიხაროდენ!!!“სერ დიტრიხ ესტეტიკ სამხარაძე არ ეშვება ანარქიას!!!
პირველ ვეზირ სოსლანბეგ გოგაშვილთან ერთად ბრძოლის ველზე იწვევს ,,ქართული ოცნების” უმცირესობაში დარჩენილი ,,ნამდვილების” ლაშქარს და ,,ოცნების” უმრავლესობაში აღმოჩენილი ,,ნაბოზრების” წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისკენ მოუწოდებს!!!
სავარაუდოდ, ,,მფრინავი სამტრედიელის” დროშის ქვეშ გაერთიანებული ,,ნამდვილების” მცირერიცხოვანი არმია, რომელსაც დროებით რაინდ ვასაძის ბანაკში აქვს კარავი დაცემული, საჭიროების შემთხვევაში მოულოდნელად შემოიჭრება დიდგორის ველზე და ,,ქართული ოცნების” ნაბოზრებს მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს…

ამასობაში, 2018 წლის დიდგორის ბრძოლის მოლოდინში მყოფი სოლოლაკის სასახლის მბრძანებელი მთაწმინდის ქედზე გოლფის მინდვრების შეკრეჭა-გალამაზებით ირთობს თავს, ხოლო თბილისის მერიაში, დიდგორის ბრძოლის შემდეგ ,,ნამდვილებსა” და ,,ნაბოზრებს” შორის გლდანის ოლიმპიურ სტადიონზე ფეხბურთში ამხანაგური მატჩის ჩატარებისთვის მზადება, როგორც ამბობენ, ,,რაზგარშია”….

P.S. ჯაფარა- პრეზიდენტად!!!

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიარაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას…
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი ოჯახი თბილისის მერს დახმარებას სთხოვს