კახა ლომაია გორის ჰოსპიტალში მივიდა: “ჩამოვედი ჩემი მეგობრის სანახავად”


გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ განათლების ყოფილი მინისტრი და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა ლომაია მივიდა.
ის ამერიკიდან სპეციალურად მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ჩამოვიდა. ლომაიას პოლიტიკური შეფასებები და განცხადებები არ გაუკეთებია.

“შემიძლია გითხრათ, რომ ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად, თუ ეს შესაძლებელი იქნება და ჰოსპიტალში შევძელი შესვლა, ვნახავ, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ”, – თქვა კახა ლომაიამ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიამამულაშვილი სააკაშვილზე: ის ჩამოვიდა, რადგან საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ გზას