კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე, 20 სექტემბერს კახა კუკავას შტაბის უფროსმა – გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა:

„მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შესახებ მსჯელობა, როდესაც ჯერ ორმოცი არ გადაუხდიათ მის ახლობლებს. ქარველთა ტრადიციული სენია, რომ მუდამ უცხოელს უფრო ვაფასებთ, ვიდრე ჩვენს საკუთარ წინაპრებს.

შევახსენებ თბილისელებს და მთელ ქართულ საზოგადოებას, რომ თბილისში არ არსებობს შემდეგი ცნობილი ადამიანების ქუჩები:

ქართლის მეფეები: ფარსმან I, ფარსმან II;
ეგრისის მეფეები – ქუჯი და გუბაზ II;
იოანე მარუშისძე, გრიგოლ ბაკურიანის ძე;
იოანე და გიორგი მთაწმინდელები;
ერთიანი საქართველოს მეფეები – გიორგი I, ბაგრატ IV, დემეტრე I, ალექსანდრე I (დიდი);
შალვა და ივანე ახალციხელები;
დავით სოსლანი;
გიორგი III;
იმერეთის მეფეები: სოლომონ I და სოლომონ II;
ლუარსაბ II (ეკლესიის მიერ წმინდანად შეაცხული);
ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე).

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ მხოლოდ ნომინალურად ეწოდება თბილისის ქუჩებს კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახელი, რადგან მათი სახელობის არცერთი აბრა არ არის განთავსებული ქალაქში.

მოვუწოდებთ თბილისის მერს და საკრებულოს, ჯერ იმსჯელონ ყველა ზ/ა სახელმწიფო მოღვაწის პატივის მიგების შესახებ და მერე იმსჯელონ თბილისის თუ სხვა ქალაქების ქუჩებისათვის ამერიკელი სენატორების და უცხო ქვეყნის მოღვაწეების სახელთა მინიჭების შესახებ“ – აღნიშნა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ემოციურ პოლემიკაში არ ჩავერთვებით, ვიდრე არ გაგრძელდება კონსულტაციები და ვიდრე ამ კონსულტაციების საფუძველზე, არ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილის