კახა კუკავა:”ეს არის საქართველოს რაიონების დაჩეხვა”

ქვეყანა სადაც კონსტიტუცია ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრს, ქვეყანა არ არის, ჯუნგლებია

ქვეყანა სადაც კონსტიტუცია ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრს, ქვეყანა არ არის, ჯუნგლებიაოპოზიცია კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტით უკმაყოფილოა.
როგორც ჟურნალისტებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, ხელისუფლებას სურს, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის დროს არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს მომავალი არჩევნები. მისივე თქმით, ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, რომელსაც მათ მიერ შემუშავებული პროექტი მოსწონს არის გია ვოლსკი.
“ეს არის საქართველოს რაიონების დაჩეხვა. საზღვრები იცვლება. მაჟორიტარები აღარ ეყოლება ონს, ლენტეხს, ხულოს, შუახევს, ლაგოდეხს. ასეთი არის 30-ზე მეტი რაიონი. მაჟორიტარი არ ეყოლება სამტრედიას და ამ სქემის მიხედვით სამტრედიელებს ალბათ გაუხარდებათ, რომ ნახევარი სამტრედია ხონს უერთდება, ნახევარი კი, ვანს”, – განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მათ მოისმინეს ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაწერილია შეცდომით.
“ვინაიდან მათ თურმე არასწორად უთარგმნიათ ვენეციის კომისიის დასკვნა და ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაიპარა შეცდომა. ასე აპირებენ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას”, – განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა ეს არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და არა ის, რომ მაჟორიტარული სისტემა მოარგონ ცალკეულ მაჟორიტარ დეპუტატს.

banner
წინა სტატიაშინუგზარ სულაშვილი: “რა მოხდა სინამდვილეში ევროპარლამენტში?”
შემდეგი სტატიაNDI: „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესვლას ყველაზე მეტი მომხრე გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები – ზუგდიდში ჰყავს