კახა კუკავა: ვხედავთ, რომ რეალურად ურთმელიძის განჩინება იწერება სხვა კაბინეტში

კახა კუკავა: „ხელისუფლება ცდილობს, პროცესები გადაიტანოს“

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან პარტია თავისუფალ საქართველოში. კახა კუკავას განცხადებით, სასამართლოს ხელით ტელეკომპანიის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს.

პარტიის ლიდერის თქმით, თუ მედიასაშუალების ფუნქციონირებას საფრთხე დაემუქრება, ამით სახელმწიფო დაზარალდება.

„ვხედავთ, რომ რეალურად ურთმელიძის განჩინება იწერება სხვა კაბინეტში. როდესაც შედგა ივანიშვილის შეხვედრა უცხოეთის ელჩებთან, თავად ურთმელიძემ გააუქმა ურთმელიძის განჩინება. ასევე ვხედავთ, რომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მესაკუთრე უნდა ყოფილიყო ხალვაში, მაგრამ, შემდგომ, რომელიღაც კაბინეტში, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, გადაწყდა, რომ დვალიც და აქიმიძეც იქნებიან თანამონაწილეები. ანუ, ისევ არაფორმალურად ხდება რუსთავი 2-ის წილების გადანაწილება. ეს არის არასახელმწიფოებრივი, კლანური მიდგომა,” – აცხადებს კახა კუკავა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ეს არის თავდასხმა თავისუფალი ცხოვრების წესზე
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა