კახა კუკავა – ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ხვდება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას და საკონსტიტუციო კომისიას.
”იმ პირობებში, როდესაც წინასაკონსტიტუციო განხილვის პროცესში ოპოზიცია მხოლოდ დეკორაციად გამოიყენა, არ გაითვალისწინა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი შენიშვნა, როდესაც ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა ადგილობრივი არჩევნები და არ დააკმაყოფილა ოპოზიციის არც ერთი საჩივარი და არც ერთი მოთხოვნა საარჩევნო უბნების გადათვლის შესახებ, ხელისუფლებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა ყოველგვარ აზრს მოკლებულად მიგვაჩნია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში,,ახალი სარკინიგზო ხაზი სრულიად ახალ პირობებს შექმნის არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ – მის მიღმა”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა