კახა კუკავა მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დარჩენას აპროტესტებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ხვდება

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავა, მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დარჩენას აპროტესტებს და ამბობს, რომ „პოსტზე რჩება მინისტრი წულუკიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი მურუსიძის კლანის გაბატონებაზე სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაზე“.

ამის შესახებ კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის შემადგენლობაში ვიქტორ დოლიძის ყოფნასაც, რასაც კუკავა “სკანდალურ გადაწყვეტილებას” უწოდებს.

“ვიქტორ დოლიძის დანიშვნა კი სკანდალური მოვლენა, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც მიიჩნევდა, არ ვიცი დღესაც მიიჩნევს თუ არა, რომ საქართველოს მთავრობას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ინიშნება მინისტრად,” – ამბობს კუკავა.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობას ისევ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაკატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მომზადდა