კახა კუკავა ევროპარლამენტის დეპუტატ ტიერი მარიანის შეხვდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ევროპარლამენტის დეპუტატს, ტიერი მარიანის შეხვდა, რომელიც საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის, მარინ ლე პენის თანამებრძოლია. ტიერი მარიანი თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის სხდომაში იღებს მონაწილეობას.

კახა კუკავამ და ევროპარლამენტის დეპუტატმა ისაუბრეს, როგორც „თავისუფალი სარქთველოს“ და „ეროვნული ფრონტის“ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისტზე.

კახა კუკავამ ფრანგ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქართული ოცნების მიერ შექმნილი ბანდ-ფორმირებების შესახებ, რომლებიც ეწევიან ძალადობას თბილისის ქუჩებში და პირადად ბიძინა ივანიშვილის მფარველობით სარგებლობენ. უცხოელ სტუმარს გადაეცა შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალაც.

მხარეთა შეთანხმების შედეგად დიალოგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებისთის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიმხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას
შემდეგი სტატიათბილისი ევრონესტის მე-8 საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს