კახა კუკავა: ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა ნაციონალური მოძრაობის გეგმების შესახებ არის სპექტაკლი

ქვეყანა სადაც კონსტიტუცია ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრს, ქვეყანა არ არის, ჯუნგლებია

ქვეყანა სადაც კონსტიტუცია ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრს, ქვეყანა არ არის, ჯუნგლებიაჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა ნაციონალური მოძრაობის გეგმების შესახებ არის სპექტაკლი, რომელიც ქოცების და ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს, რათა მთელი ხმები გადანაწილდეს ამ 2 პარტიაზე (სინამდვილეში ერთი ლიბერალური პარტიის 2 ფრაქციაზე).
გეგმა ახალი არ არის, უბრალოდ ყველაფერი ამომრჩევლის გულმავიწყობაზეა გათვლილი: სახელმწიფო გადატრიალების საქმე აღძრა შევარდნაძემ 1995 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ, სააკაშვილმა – 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქოცებმა – შარშან (ნიჟარაძე-მელაძის ამბოხება), შარშაწინ (საბურავების საქმე) და წელსაც. არცერთი ეს საქმე გამოძიებული არაა, ყველა მათგანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ და მისმა ჯიბის პროკურორებმა დაივიწყეს.
სინამდვილეში ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს არა ქოცებსა და ნაცებს შორის, არამედ ქვეყნის ბედით მოთამაშე ქოც-ნაცებსა და დანარჩენებს შორის. თუ გინდათ რომ დასრულდეს ეს 24 წლიანი მარაზმი, მოდი 8 ოქტომბერს არჩევნებზე და ხმა მიეცი 541 წინააღმდეგ-აცხადებს პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი: თეთრი ძაფით ნაკერი საფრთხეები დასავლეთში არ პრავდება
შემდეგი სტატიაბაღდადში მომხდარ მკვლელობაზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა