კახა კუკავა: არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპროტესტო აქციებისათვის მზადება უნდა დაიწყოს

kukava

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, რომელიც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრია, აცხადებს, რომ ოპოზიციამ საპროტესტო აქციებისათვის მზადება უნდა დაიწყოს.
როგორც კუკავამ აღნიშნა, ის მოლაპარაკებები, რომელიც დაიწყო მთავრობასთან იმის იმედით, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციულობა რაიმეს შეცვლიდა უშედეგო გამოდგა.

“ეს დიალოგი არის ძალიან ახლოს ჩაშლასთან, პრაქტიკულად ხელისუფლება ვერ ახერხებს და არ აქვს იმის უნარი, რომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და მე მიმაჩნია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მსჯელობა და მზადება საპროტესტო აქციებისათვის, ვინაიდან დღევანდელ ხელისუფლებასთან სხვა ნებისმიერი კონსტრუქციული საშუალება არის ამოწურული. დარჩა კიდევ ერთი კვირა ხელისუფლებას გაგვცეს პასუხი ჩვენს კითხვებზე, რომელიც საარჩევნო რეფორმას შეეხება, თუ ხელისუფლებამ უარი განაცხადა და მან ღიად განაცხადეს გასული ორი დღის განმავლობაში, დროულის განცხადებების პასუხად, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებდნენ, ასეთ შემთხვევაში საპროტესტო აქცია, ქუჩის აქცია გარდაუვალია. სამწუხაროდ, ის ვადები, რომლებიც იქნა შეთანხმებული ფორმალურად არ ამოწურულა, მაგრამ ის ტემპი, რა ტემპითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აჩვენებს, რომ ამ ვადებში ეს მოლაპარაკებები ვერ მოესწრება”- განაცხადა კუკავამ.

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში, ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაშიგანმუხურში მდებარე 33 951.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კომპანია „ბლექ სი რივიერამ“ შეიძინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროპის კრიზისს გამოიწვევს