კახა კუკავა: 22 მილიონი ლარი გაუხარჯავი უდევს ნარმანიას კაბინეტში

თბილისის მერიასთან “პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის” გლდანი – მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კუკავას და მუხიანის მოსახლეობის საპროტესტო აქცია იმართება.

კუკავას გარდა აქციაში პარტიის სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ. აქციის მონაწილეები მერის მოადგილესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, მერიის ბიუჯეტში არსებულ 22 მილიონ ლარს მერია ქალაქის სასარგებლოდ არ იყენებს. მაჟორიტარობის კანდიდატები მოითხოვენ მერიამ თანხები გამოყოს, რათა სხვადახვა უბნებში პრობლემები მოგვარდეს.

“ჩვენ ვითხოვთ თბილისის მერიისგან რომ თბილიის ბიუჯეტი დაიხარჯოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. მაგალითად, ჩემს საარჩევნო ოლქში, მუხიანში, აგარაკებზე 21-ე საუკუნეში არ არის გზა, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტმა. ამ დროს 22 მილიონი ლარი გაუხარჯავი უდევს ნარმანიას კაბინეტში. ნარმანია გაიქცა და ამჟამად დასეირნობს ვარშავის ქუჩებში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის რომელიმე მოადგილესთან შეხვედრას, რომ გაგვცენ პასუხი რათა ეს 22 მილიონი გადანაწილდეს თბილისის სხვადასხვა უბნების საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაზე”‘- განაუცხადა ჟურნალისტებს კახა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: დეპუტატების სახელმწიფოებრივი პოზიციის იმედი გვაქვს ამ საკითხის მიმართ
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის ინციდენტზე “ნაციონალური მოძრაობა” უწყებათაშორის კომისიას მიმართავს