კახა კუჭავამ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს მიმართა

კახა კუჭავამ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, პარლამენტს უკვე მიმართა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განუცხადეს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართვა კომიტეტს წარედგინა და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის გახსნამდე იგეგმება.

კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მოხდება.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დეკემბერში დატოვა. მან უარი თქვა სადეპუტატო მანდატზეც. კახა კუჭავას პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.

წინა სტატიაშიუკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტა – ერგნეთში შეხვედრა დაიწყო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ