კახა კუჭავამ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიების ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიების ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ეს განცხადება 14 ივნისს ნატო-ს სამიტზე იქნება წარდგენილი.

„ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება მოაწეროს ხელი და არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ, საკითხები, რომელიც ყველას ინტერესში შედის, საკითხი, რომელიც მთლიანად ჩვენი ერის, ხალხის არჩევანი არის. მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერას დააფიქსირებს ყველა პოლიტიკური პარტია. ეს შეეძლება ინდივიდუალურად ყველა დეპუტატს, ასევე პოლიტიკური ჯგუფის ან პარტიის სახელითაც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზად არის, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს. ჩვენ მოვისმინეთ ბევრი მხარდამჭერი განცხადება, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამის პოლიტიკური ნება არსებობს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიანდრია ბასილაია – ერთ-ერთი მიღწევაა, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება