კახა კუჭავა „ვივუსის“ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის

სამწუხაროა, რომ ერთადერთი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სესხების გამოსყიდვაზე არის „ვივუსი“, თუ გავითვალისწინებთ ვინა არის მისი მფლობელი, გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ვალების განულებაზე მთავრობის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

კახა კუჭავა „ვივუსის“ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

„სამწუხაროა, რომ ერთადერთი მიკროსაფინანსო კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სესხების გამოსყიდვაზე არის “ვივუსი“, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ვინა არის მისი მფლობელი, არ გაგვიკვირდება, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს ჯობია მათ ჰკითხოთ. საუბარი იყო დავალიანებების დაახლოებით 150 000 ადამიანებისთვის დავალიანების გამოსყიდვაზე“, – განაცხადა კუჭავამ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „ვივუსის“ მფლობელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძეა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე-ორი კვირაა ვცდილობთ, რომ სარალიძის საქმეზე პარლამენტმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას
შემდეგი სტატია„ვივუსი“ შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების თაობაზე განმარტებას აკეთებს