კახა კუჭავა: უკრაინის პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დაუჭირა ძებნილი სააკაშვილის დანიშვნას

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა მიიღეს უკრაინის პარლამენტში და მხარი არ დაუჭირეს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე იმ ადამიანის არჩევას, რომელიც საქართველოში არის ძებნილი. რაც შეეხება უფრო დაბალი დონის თანამდებობაზე მის დანიშვნას ეს ის საკითხია, რომელიც ჩემი აზრით, დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. სწორედ, დამატებითი კონსულტაციებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწვეული იქნა ელჩი და ამ კონსულტაციების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას“, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ განაცხადა.​

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
შემდეგი სტატიათიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა