კახა კუჭავა – უკანონო მოსმენა ყოვლად მიუღებელია

არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკანონო მოსმენა ყოვლად მიუღებელია.

„უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა. თვითონ სიტყვა ამბობს. თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი უკვე დარღვევა არის და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება, თუ შემდეგ იქნება მიღებული სხვა ზომებიც პარლამენტში, ეს ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა, ამ უწყების წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი. არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება. ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს, თუ უკანონოა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამასთან, როგორც კუჭავამ აღნიშნა, ტელევიზიაში ჩანაწერების გაშუქება არ არის სწორი.

„ზოგადად ყველაფერი უნდა განადგურდეს. რასაც ვხედავთ დღეს ტელევიზიაში, ისიც არ არის სწორი, გარკვეული ჩანაწერები რომ გამოდის. მესმის, ეს კარგი საფუძველია, გახდეს სენსაციური ამბის წყარო, თუმცა თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკანონო მოსმენა იყო, ამის გამოტანა რამდენად სწორად მიაჩნია ვინმეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – სიძულვილის ენის გამოყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული
შემდეგი სტატიადედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება