კახა კუჭავა – უახლოეს დღეებში მიიღებთ ინფორმაციას, ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე

დღეს ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა, არის გაძლიერებული. ზუსტად გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას, რაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია არა მხოლოდ პარტიული, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს, თუ ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიის შიგნით.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას. პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში კაირა, მთელს მსოფლიოში არსებობს. არის გარკვეული პროცესები, რომლებიც ვერასდროს დასრულდება, რადგან არსებობს როგორ პოზიცია, ისე ოპოზიცია და ყოველთვის არის კონკურენციის საკითხი და ასეც უნდა არსებობდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, დაგეგმილია პარტიის მხრიდან ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ძალიან ახლო დღეებში თქვენ, ყველანი მიიღებთ ინფორმაციას, თუ ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, ან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიის შიგნით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტოლოგები ივანიშვილზე – მას ჩვევია პასუხისმგებლობისგან გაქცევა, მართვის სადავიდან კი არ მიდის, გადის საჯარო სივრციდან
შემდეგი სტატიადღეს კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან – უგულავა ივანიშილის წასვლაზე