კახა კუჭავა: ხალხმა გადაწყვიტა ეს არჩევნები და პატივი სცენ ხალხის არჩევანს

“ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ყველას, რომ პროვოკაციებს ადგილი ექნებოდა ზუსტად იმიტომ, რომ მერე ჰქონოდათ საშუალება და არჩევნების შემდეგ ჰქონოდათ საფუძველი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ არჩევნების ლეგიტიმაცია. თუმცა, თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას მაინც ან თუ ჰქონდა საქართველოში ვინმეს იმის მოლოდინი, რომ არჩევნები სადმე ჩატარებულა ყოველგვარი დარღვევის გარეშე? გამორიცხულია. არის ხოლმე ტექნიკური შეცდომები, რომლებიც ძირითადად, ფიქსირდება, რომლებსაც ადამიანი უშვებს, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეცდომების რაოდენობა და მათი შინაარსი, რომ ამან დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნები, აი, ესაა ყველაზე მთავარი.

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს, არავის უნდა, პასუხი გასცეს ოდირის, ეუთოს, PACE-ს და სხვა დელეგაციის წევრების მოლოცვებსა და დასკვნებს, მაგრამ, როდესაც მათ სჭირდებოდათ ძალიან კარგად იყენებდნენ მათ არგუმენტებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, როდესაც იწყებოდა ამაზე მსჯელობა ენაზე ჰქონდა ყველას დახვეული, რომ აი, ოდირის რეკომენდაციები შეასრულეთ და ეუთოს ეს რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და ა.შ. დღეს, რომ აღარ აწყობთ, მათ ეს აღარ აინტერესებთ უკვე და თურმე ხალხი წყვეტს არჩევნებს. დიახ, ხალხი წყვეტს არჩევნებს და ხალხმა გადაწყვიტა ეს არჩევნები და პატივი სცენ ხალხის არჩევანს, როგორც ეს მათ მოუწოდა ზუსტად დელეგაციის ხელმძღვანელმა PACE-დან, ევროსაბჭოდან. ” -განაცხადა  საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა და პარტია ქართული ოცნების საგარეო მდივანმა, კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაში“ლელო” პარლამენტში არ შედის
შემდეგი სტატია“გირჩი” პარლამენტში არ შედის