კახა კუჭავა – დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ჩვენი ქვეყნის ელჩი და სახე იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს

დიასპორის თითოეული წარმომადგენელი არის ჩვენი ქვეყნის ელჩი და სახე იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, ჩვენ ისინი ვიხილოთ ძლიერი, წელში გამართულები, რადგან, მათი დანახვისას საქართველოსაც ზუსტად ასეთს დაინახავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიანი საქართველო არის ჩვენი ყველას მონაპოვარი.

აუცილებელია თითოეული ჩვენგანის შრომა და თავდადება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. რა თქმა უნდა, ძლიერ დიასპორას ამაში განსაკუთრებული როლი აქვს. ფორუმის ფარგლებში საშუალება გვაქვს კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს თანამემამულეებთან, დიასპორის წარმომადგენლებთან. ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, არის ძალიან ბევრი რამ, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად. აუცილებელია გააქტიურდეს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის თანამშრომლობა, შეიქმნას ის ძლიერი პოლიტიკური დოკუმენტები, რომლებიც ქვეყნების მიხედვითაც კი იქნება მორგებული ჩვენი დიასპორის წარმომადგნელების ინტერესებზე. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ასევე ვითვლებოდი დიასპორის წევრად, რამდენიმე წელი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ძალიან კარგად მესმის ის ემოცია, პასუხისმგებლობა, რომელიც ამ სტატუსს ახლავს. თითოეული დიასპორის წარმომადგენელი არის ჩვენი ქვეყნის ელჩი და სახე იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, ჩვენ ისინი ვიხილოთ ძლიერები, წელში გამართულები, რადგან როდესაც ჩვენი დიასპორის წარმომადგნელებს ნახავენ, ზუსტად ასეთს დაინახავს ყველა საქართველოს. სწორი და ეფექტიანი პოლიტიკა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა გვესმოდეს რითი შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭრიდება. ისინი არიან ჩვენგან შორს. უნდა ვიზრუნოთ მათ შეძლონ გაერთიანებულ საქართველოში დაბრუნება, რათა გავაგრძელოთ ერთად ცხვორება“, – განაცხადა კუჭავამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიილია მეორე- მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ სირთულეების მიუხედავად, დღეს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა